LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ნოემბერს „ირიაოსა“ და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება

63
iriao

2021 წლის 30 ნოემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-6 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე წარდგება თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, რომელიც უმასპინძლებს ქართულ ეთნო-ჯაზ ანსამბლს „ირიაო“.

ანსამბლის მუსიკა საინტერესოა როგორც საერთაშორისო, ასევე ქართველი მსმენელისთვისაც, რადგან ეს არ არის უნიკალური ქართული ფოლკლორის მოდერნიზების მცდელობა, არამედ მისი გადაწყვეტა ჯაზის სტილში, რაც ხელს უწყობს ფოლკლორის პოპულარიზაციას.

ანსამბლის წევრები არიან: დავით მალაზონია (კლავიშებიანი ინსტრუმენტები), დავით ქავთარაძე (ხალხური ინსტრუმენტები), შალვა ღელეყვა (ბასგიტარა), ლევან აბშილავა (დასარტყამი ინსტრუმენტები), დავით ჯაფარიძე (პერკუსია), გიორგი აბაშიძე (ვოკალი), მიხეილ ჯავახიშვილი (ვოკალი), ბუბა მურღულია (ვოკალი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g