LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ქართულ და უცხოურ კომპანიას პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“ გადაეცათ

161
Leader of the Year

თბილისში, სასტუმროში „პარაგრაფი“, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მე-19 ცერემონია გაიმართა. ეს გახლავთ ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოება, რომელიც ტარდება საქართველოში.

პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“ ქართულ და უცხოურ კომპანიებს ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების რეიტინგებზე დაყრდნობით გადაეცათ.

გამარჯვებულებს შორის არიან:

  • კურორტი საირმე
  • საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ფრანკო ფონტანა“
  • სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მოდუსი“
  • კომპანია „ხარება“
  • კომპანია „Esthederm“
  • სამშენებლო დეველოპერული კომპანია „ELT Group“
  • გლობალ ინვესტმენტ ჯგუფი
  • საწმენდი აპარატების ქსელი „კერხერი“
  • მედიატორი
  • შუაგული – Event and wedding aveue
  • ჯიოსი

ღონისძიებაზე, რომელიც  სადღესასწაულო გალა ვახშმის ფორმატში წარიმართა, ბიზნესის გარდა, სახელოვნებო წრის წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ. წელს ჯილდო „Person-History“ კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას და მსახიობ ნანული სარაჯიშვილს გადაეცათ. ჯილდო „Bests of Georgia“ კი ავტორ-შემსრულებელმა დათო არჩვაძემ მიიღო.

აღნიშნულ საპატიო ჯილდოებს შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია 2017 წლიდან გასცემს იმ პირებზე, რომლებმაც საკუთარ სფეროში ისტორიული კვალი დატოვეს და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას. ჯილდოს მფლობელები უკვე არიან: ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა, ნანი ბრეგვაძე, ჯემალ ჭკუასელი, ნონა გაფრინდაშვილი, ვატო კახიძე, ნიკოლოზ რაჭველი, ეკა მამალაძე და ბევრი სხვა.

„წლევანდელმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. დავაჯილდოვეთ 30 ქართული და უცხოური კომპანია. ბიზნეს დაჯილდოების ფორმატის ფარგლებში უცხოური კომპანიების მონაწილეობა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ. მოხარულები ვართ, რომ კომპანიების გარდა, ტრადიციისამებრ, საპატიო ჯილდოები სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებსაც გადავეცით“, – განაცხადა მაკა კუტუბიძემ, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის და ბიზნეს რეიტინგების კავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და ის აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს 2015 წლიდან. შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა. სწორედ ამ დროიდან გადაეცემათ ბიზნესკომპანიებს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო „Leader of the Year“, რომელიც მსოფლიო საპატენტო ორგანიზაციის (WIPO) მიერ არის დაპატენტებული.

magti 5g