LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„30 წელი ვიცდით, როდემდე?“- ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გაიმართა

83
დევნილები

ჯანდაცვის სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, რომ მათ საცხოვრებელი ბინები გამოუყოს.

„30 წელი ვიცდით, როდემდე?“ „სამშობლოვ, გაგვწირე?“ – ამ შინაარსის წარწერები ეჭირათ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილ დევნილებს.

„ბატონო მინისტრო, ჩვენ, დევნილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ამ ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები მოვედით თქვენთან, რომ გითხრათ, თქვენ შეცდით, როცა განაცხადეთ, რომ ზური ქირიას ტრაგიკული გარდაცვალება იყო უბედური შემთხვევა და მას არაფერი აქვს საერთო დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ და უფლებრივ მდგომარეობასთან.

  • ბატონო მინისტრო, თქვენ შეცდით, როდესაც ვერ მოიცალეთ დევნილებთან შესახვედრად;
  • შეცდით, როდესაც არ მობრძანდით და არ უთხარით სამძიმარი ოჯახს;
  • შეცდით, როცა ღიმილნარევი სახით საუბრობდით იმ ტრაგედიაზე, რაც მოხდა.

ბატონო მინისტრო, ჩვენ დევნილები მოვედით აქ იმისთვის, რომ გითხრათ, თქვენ ახლაც ცდებით, როცა ხართ შიგნით და არ საუბრობთ ხალხთან“, – თქვა აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის მიწები შერჩეულია: ზურაბ აზარაშვილი

 

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
magti 5g