LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„30 წელია მხოლოდ იმ სიმღერებს ვმღერი, რომელთაც თავად ვქმნი, აქედან 70% საქართველოში არ იციან“ – თემო რცხილაძე

381
img-0190-2021-06-29_08-50-07_957212-1024x683

14 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ თემო რცხილაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

თემო, როგორია თქვენი დილის რუტინა, დილით ადრე გაღვიძება და საქმიანობა თუ გიყვართ?

თუ რაღაც გადაუდებელი საქმეა და დილით მიწევს ადგომა და წასვლა, მერე ძალიან კმაყოფილი ვარ მთელი დღის განმავლობაში, თითქოს უფრო მეტი ენერგია მაქვს, მაგრამ იმდენად მიყვარს დილის ძილი, რომ ასეთი სიამოვნება ძალიან იშვიათად გამომდის.

ალბათ, ეს იმიტომ, რომ თქვენი პროფესიის ადამიანები ძირითადად ღამით მუშაობენ, რადგან ამ დროს იმართება კონცერტები და ივენთები.

არა მარტო კონცერტები. მე ერთი 30 წელიწადია მხოლოდ იმ სიმღერებს ვმღერი, რომელთაც თავად ვქმნი და ყველა ძირითადად ღამის საათებში იწერება, როცა არავინ გიშლის ხელს, როცა სრული სიწყნარეა და კონცენტრირებული ხარ. ძალიან ბევრი სიმღერაა, აქედან ერთი 70% საქართველოში არ იციან, ჩაციკლული არიან ერთ-ორ სიმღერაზე.

თუ გეგმავთ ახალი ნამუშევრების გაკეთებას?

ახლა ინგლისურენოვან და ესპანურ ენოვან სიმღერებს ვაკეთებ, რადგან დაგეგმილია გასტროლები ესპანეთში.

ახალ ქართულ სიმღერაზე არ მუშაობთ?

ერთი-ორი ახალი სიმღერა უკვე გავიდა ტელევიზიაში და სიტყვას გაძლევთ, რომ ახლო მომავალში რამე სრულიად ახალს მოგაწვდით.

ვისაუბროთ ჯგუფზე, რომელიც თქვენს ძმასთან ერთად შექმენით,

ამ ჯგუფში მაღალპროფესიონალური, კარგი მუსიკის მიწოდება ხდება იმ პუბლიკასთან, ვისაც სჭირდება, მაგრამ საქართველოში რა ხდება, იცით?! ზაფხულის პერიოდში ბათუმის მხარეს ვიყავი და უამრავი ანსამბლი, ჯგუფი მართავდა კონცერტებს სხვადასხვა კლუბებში და მე ძალიან მიხარია, რომ მათ სამუშაო აქვთ, მაგრამ იცით, რა უბედურებაა, უმეტესობამ დაკვრაც არ იცის. ალბათ, ჩვენი კლუბები ფასზე თანხმდებიან, რაც უფრო იაფია, უკეთესია. ბენდს რომ ირქმევ, ეს მართლა ბენდი უნდა იყოს, არ შეიძლება, რომ იქ ორი კაცი იდგეს. ბევრი არასწორი დარღვევაა.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები