LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წელზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, MCDONALD’S რუსეთში ყველა რესტორანს ყიდის

114
skynews-mcdonalds-russia-moscow_5699186

რუსეთში 30 წლიანი საქმიანობის შემდეგ, სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესმა ამერიკულმა ქსელმა McDonald’s რუსეთში ბიზნესის გაყიდვის პროცესი დაიწყო. საკითხზე კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში ომის ფონზე და არაპროგნოზირებადი ოპერაციული გარემო ნიშნავს, რომ რუსეთში ფუნქციონირება აღარ არის შესაძლებელი და „არც შეესაბამება მაკდონალდსის ღირებულებებს”,– ნათქვამია McDonald’s-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მარტის თვეში McDonald’s–მა განაცხადა, რომ რუსეთში დროებით დახურავდა თავის 850 რესტორანს, თუმცა როგორც ჩანს საბოლოოდ შეწყვეტს აღნიშნულ ქვეყანაში ოპერირებას. აღსანიშნავია, რომ ამ 850 რესტორანში რუსეთის 62 ათასი მოქალაქეა დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები