LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წლის განმავლობაში პირველად, გერმანიამ ყოველთვიური სავაჭრო დეფიციტის შესახებ გამოაცხადა

76
berlin_city_04_skyline_tv-tower_ef

გერმანიამ 30 წლის განმავლობაში პირველად, ყოველთვიური სავაჭრო დეფიციტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელიც წერს, რომ დეფიციტი, ანუ იმპორტის გადაჭარბება ექსპორტზე, კომპანიებისთვის იმპორტის გაზრდილმა ხარჯებმა და შესუსტებულმა მოთხოვნამ გამოიწვია, რაც შემცირებულ ეკონომიკურ პერსპექტივას დაემთხვა.

Bloomberg -ის ცნობითვე, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკისთვის მაისში სავაჭრო დეფიციტი 1 მილიარდი ევრო იყო, რაც 1991 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. გერმანიის საქონლის ექსპორტი აპრილთან შედარებით 0,5%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 2,7%-ით გაიზარდა, ბევრად მეტით, ვიდრე ეკონომისტები ელოდნენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, გერმანიის იმპორტის გადასახადმა მკვეთრად მოიმატა, რაც ხაზს უსვამს უკრაინის ომის გავლენას ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაზე, რომლის ექსპორტზე და წარმოებაზე დამოკიდებულება დაუცველი გახდა. ასევე, დეფიციტი ჩინეთში დაწესებულმა კოვიდ შეზღუდვებმაც გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g