10 აპრილს, Apple TV+-ზე ჯონა ჰილის კომედიური თრილერის – Outcome პრემიერა შედგება.
კინოსურათში მთავარ როლებს, კიანუ რივზი და კამერონ დიასი ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ მასშტაბური თანამშრომლობისთვის, 30 წლის შემდეგ გაერთიანდნენ. მათი პირველი ერთობლივი პროექტი 1996 წლის Feeling Minnesota იყო, სადაც ისინი შეყვარებულებს განასახიერებდნენ.
როგორც ცნობილია, ფილმში მათთან ერთად, მეთ ბომერიც მონაწილეობს.
ვარსკვლავები ახლახან კინოსურათის საპრეზენტაციო ჩვენებაზე გამოჩნდნენ.
ცნობისთვის, 2009-2010 წლებში პრესაში ვრცელდებოდა ჭორები კიანუ რივზისა და კამერონ დიასის შესაძლო რომანის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. ამჟამად, დიასი დაქორწინებულია მუსიკოს, ბენჯი მედენზე, ხოლო რივზი ურთიერთობაშია მხატვარ, ალექსანდრა გრანტთან.