LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს: „შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს EU-ს მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება“

187
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს.

შესაბამის წერილს დეპუტატი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე არადემოკრატიულმა ქმედებებმა, კერძოდ, მათმა აგრესიულობამ უცხოური აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა.

ოხანაშვილი: გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ 13 მაისს – ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებით, კომიტეტი 10 მაისს დანიშნულ სხდომაზე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავს.

ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება ცხრა ნაბიჯს, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ აიღო, როდესაც საქართველოს ევროკავშირის სტატუსი მიენიჭა და, რაც არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ.

„ხელისუფლების მშვიდმა, პრინციპულმა და გაბედულმა პოლიტიკამ ალბათ გააოგნა მსოფლიო… ძალიან ძნელია, მოზღვავებულ ემოციაში მყოფ ახალგაზრდებს აუხსნა, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში”

მოგიწოდებთ, დაიკავოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას.

პირველი, საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ქმედება ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის ვალდებულებებს. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში ყოველგვარი შემდგომი პროგრესის გარეშე.

მეორე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება უნდა გადაიხედოს.

მესამე, შემდგომი გადავადების გარეშე უნდა შეფასდეს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესრულებაში საქართველოს პროგრესი”, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

ამავე წერილის თანახმად, ევროპარლამენტარები ბოლო წლებში ისინი დაუღალავად მუშაობდნენ ქართველი ხალხისა და ევროკავშირში გაწევრიანების მათი მისწრაფებების მხარდასაჭერად.

„ჩვენ ვრჩებით მზად, გავაკეთოთ ეს, თუმცა დემოკრატიული კრიტერიუმი ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის არის ერთნაირი და უნდა იყოს დაცული“. – აღნიშნულია წერილში.

ჯოზეფ ბორელისადმი წერილის ხელმომწერებს შორის არიან – ვიოლა ფონ კრამონი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, რასა იუნივიჩიენი, სანდრა კლიენტე, მიხაელ გალერი და სხვები.

mazda magti 5g