LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა – სახალხო პლატფორმა

416
თამარ ხახიშვილი

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა – ამ და სხვა თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა ისაუბრა.

რამდენი რეინჯერი გვყავს საქართველოში?

ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 25 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 500 მდე რეინჯერი იცავს. მათ საქმიანობებში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა დახმარება. ჩვენი რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 13% ია.

რამდენი ტურისტი სტუმრობდა დაცულ ტერიტორიებს ბოლო 6 თვეში?

2025 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 459 207 ვიზიტორი ესტუმრა. ვიზიტორთა შორის 49% ქართველი, ხოლო 51% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია:

  • პრომეთეს მღვიმეს
  • მარტვილის კანიონს
  • სათაფლიას
  • წალკის კანიონს
  • მტირალას ეროვნულ პარკს

2025 წლის 6 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 17%-ითაა გაზრდილი. საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. პირველ ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, ინდოეთი, ისრაელი, რუსეთი, ბელარუსი.

magti 5g