31 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება, კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას შემოქმედებითი საღამო, რომელიც მის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.
თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტი ვოკალისტების მონაწილეობით, შესრულდება კომპოზიტორის ის ნაწარმოებები, რომლებიც წლების განმავლობაში სიმფონიური ორკესტრისთვის შეიქმნა.
მსმენელი მოისმენს კომპოზიტორის უცნობ მუსიკას საბალეტო დადგმებიდან, ოპერეტებიდან, მუსიკალური სპექტაკლებიდან, თუ ანიმაციური ფილმებიდან.
მონაწილეობენ:
თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი დავით მუქერია
მოწვეული სოლისტი – ვოკალისტები: ირინა ალექსიძე, მარიამ ნაჭყებია, მარიამ როინიშვილი, ხათუნა ჭოხონელიძე, გიგა აბესაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, გიორგი გოდერძიშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, ოთარ ჯორჯიკია
საღამოს წაიყვანს ნიკოლოზ წულუკიძე.
პროექტის მხარდამჭერები:
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ორგანიზატორი ააიპ „თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი“