LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრულია

257
anamiqeladze-1

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, რიგითი ნომრების განსაზღვრის წილისყრის პროცედურაში 47-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული არის 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს წილისყრის პროცედურაში მონაწილეობას ღებულობდა 47 საარჩევნო სუბიექტი, ხოლო დანარჩენ 13 საარჩევნო სუბიექტს კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდა უფლება წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ ის რიგითი ნომერი, რასაც მანამდე იყენებდნენ“,- განაცხადა მიქელაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივდებათ არჩევნებში რიგითი ნომრების გამოყენება. კერძოდ კი, საარჩევნო სუბიექტებს სამივე არჩევნებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომერი, რომელიც დღეს განესაზღვრათ წილისყრით, ან სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ გამოიყენონ ის რიგითი ნომრები, რასაც ისინი იყენებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნების დროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g