LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილის მიმართ, რომელსაც ყოფილი ცოლის მოგუდვა, შემდეგ კი ხევში გადაგდება ბრალდება, ადვოკატი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს

500
ფორტუნა - 2023-06-07T105852.945

ადვოკატი 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილის მიმართ, რომელსაც ყოფილი ცოლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის მკვლელობა ბრალდება, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას მოითხოვს.

„პირს, რომელმაც ყოფილი მეუღლე ავტომობილში გაგუდა და ხევში გადააგდო, მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს, ფსიქიატრიულ კლინიკაშიც გადიოდა მკურნალობას” – ადვოკატი

როგორც ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტავს, ნიკოლოზ ლაჩაშვილი ორი კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული და სისტემატურად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს.

დაკავებულ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სავარაუდოდ, სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღესვე იმსჯელებს.

უცნობია, დაკავებულ ნიკოლოზ ლაჩაშვილს სასამართლო პროცესზე რა პოზიცია ექნება.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შაბათს სამსახურში ვნახეთ, არაფერი უთქვამს, რომ პრობლემა ჰქონდა. ჩვენც შოკირებულები ვართ მომხდარით“ – რას ამბობენ ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ახლობლები

„ქალებო, არ გაყვეთ ცოლებად ისეთ კაცებს, რომლებიც სახლში თქვენი მოსავლელი შვილები იქნებიან და გარეთ თქვენი ჯალათები“ – ირინა ჭოჭუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები