LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შაბათს სამსახურში ვნახეთ, არაფერი უთქვამს, რომ პრობლემა ჰქონდა. ჩვენც შოკირებულები ვართ მომხდარით“ – რას ამბობენ ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის ახლობლები

869
BeFunky-collage (4)

დღეს, 6 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს 30 წლის კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

„ყოფილი მეუღლე საკუთარ ავტომობილში თოკით გაგუდა“ – შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

„ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 26 წლის ქალის მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

amebebi.ge-ის ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა გოგო მარიტა მაზიაშვილია. არსებული ინფორმაციით, იგი მეუღლეს დაახლოებით, 7 წლის წინ დაშორდა. გარდაცვლილს 11 წლის გოგონა დარჩა.

„მარი ძალიან თავდაჯერებული, ლაღი ადამიანი იყო.

ძალიან მეგობრული, გვერდში დგომა იცოდა. შაბათს სამსახურში ვნახეთ, არაფერი უთქვამს, რომ პრობლემა ჰქონდა.

ჩვენც შოკირებულები ვართ მომხდარით“, – განუცხადეს ambebi.ge-ის გარდაცვლილის ახლობლებმა.

„ქალებო, არ გაყვეთ ცოლებად ისეთ კაცებს, რომლებიც სახლში თქვენი მოსავლელი შვილები იქნებიან და გარეთ თქვენი ჯალათები“ – ირინა ჭოჭუა