LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

32-წლიანი მაუწყებლობის შემდეგ, “ეხო მასკვის” ხელმძღვანელობამ მოსკოვში რადიოს დახურვა გადაწყვიტა

207
1

“ეხო მასკვის” ხელმძღვანელობამ რადიოსა და ვებსაიტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

ეს გადაწყვეტილება ხელმძღვანელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში რადიოს მაუწყებლობა გაუთიშეს და ვებსაიტი დაუბლოკეს.

“ეხო მასკვის” დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რადიოს და ვებგვერდის ლიკვიდაცია”, – აცხადებს მედიასაშუალების მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი “ტელეგრამის” არხზე.

როგორც Reuters-ი წერს, რადიო “ეხო მასკვი” რუსეთის ერთ-ერთი ბოლო დარჩენილი ლიბერალური მედიასაშუალებაა და მისი დახურვის გადაწყვეტილება საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ომის გაშუქების გამო ზეწოლა განიცადა.

საინფორმაციო ვებგვერდი და რადიოს მაუწყებლობა რუსეთში, ორი დღით ადრე, გათიშული იყო.

გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე კვირაში მოითხოვა, რომ შეეზღუდათ წვდომა “ეხო მასკვისა” და “დოჟდის” ონლაინ საინფორმაციო არხზე კონფლიქტების გაშუქების გამო – უწყებაში აცხადებდნენ, რომ ამის მიზეზი უკრაინაში “სამხედრო ოპერაციის” შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იყო.

“ეხო მასკვის” ხელმძღვანელობამ კი ორი დღის წინ განაცხადა, რომ მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელია და ამის გამო სასამართლოში იდავებდა.

ცნობისთვის,”ეხო მასკვის” რადიოსადგური 1990 წელს დაარსდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თანამედროვე რუსეთში თავისუფალი სიტყვის სიმბოლოდ ითვლებოდა.

რადიოს დირექტორს, ალექსეი ვენედიქტოვს ხშირად უთქვამს, რომ მისი დახურვა მხოლოდ ვლადიმირ პუტინს შეუძლია.

ამ ეტაპზე “ეხო მასკვის” მოსმენა შესაძლებელია YouTube-ზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები