LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

34 მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება – მიზეზი პანდემიაა

147
-სიღარიბე-1511173295

მსოფლიო ეკონომიკა მიმდინარე წელს 3,4%-ით დაეცემა, რაც 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე მკვეთრი შემცირებაა. აღნიშნულის შედეგად კი, 34 მილიონზე მეტი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება, რაც ძირითადად აფრიკის კონტინენტს დააზარალებს – ასეთია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზი.

გაერო-ს გათვლებითვე, კორონავირუსის პანდემია მომავალი ორი წლის მანძილზე გლობალურ ეკონომიკურ წარმოებას 8,5 მეათედი ტრილიონი დოლარით დააზარალებს, მსოფლიო ვაჭრობა კი 15%-ით შემცირდება.

გაეროს წამყვანი ეკონომისტი – ელიოტ ჰარისი ამბობს, რომ ჩვენ ახლა სერიოზული რეცესიის მწვავე რეალობის წინაშე ვდგავართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g