LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი, მხიარული საღამო იყო.. სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით… მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე, რომ სულ ჩვენ ვართ“ – ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი

1761
site_715X400 (8)

გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან, გიორგი გოგიჩაიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურად იხსენებს, 35 წლის მომხდარ ამბავს.

ნათია წერს, რომ ყველა/ფერი საუკეთესო სწორედ 35 წლის წინ, ამ დღეს დაიწყო.

„35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი, მხიარული საღამო იყო… იმავე საღამოს სულ რამდენიმე წუთშივე აღმოჩნდა, რომ ყველაფერი – არაფერი ყოფილა …და თურმე ყველა/ფერი საუკეთესო იმ დღიდან დაიწყო. დიდი ტკივილის მიუხედავად, ახლაც სახეზე ბედნიერების ღიმილი მითამაშებს, წინ ლამაზად გაფერადებულ ფერად ფერად ნახატებად ვხედავ ჩვენს ერთად გავლილ წლებს!

ამ 35 -დან ცალკე ერთი ცხოვრება ვიცხოვრეთ ის ორ წელიწადზე მეტი როცა ბრძოლაში შევედით, როცა ერთმანეთს უსიტყვოდ უფრო მეტს ვეუბნებოდით ვიდრე ოდესმე. ეს დრო ყველაზე მეტი იყო, ჩვენს თავგადასავალში -როცა სიჩუმეში ვამბობდით ყველაფერს, როცა უთქმელად გამოვხატავდით ერთმანეთისადმი მადლიერებას!!!

მე უდიდესი მეგობარი, საოცარი ადამიანი მყავდა … მე სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით… მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე, რომ სულ ჩვენ ვართ?. – წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.

?35 35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული…

Posted by Jesika Szikora on Thursday, September 28, 2023

„მოდით, ცუდს ნუ დავინახავთ, ერთმანეთის კარგი დავინახოთ…” – ნათია ბანძელაძე „გოგიჩას“ ემოციურ წერილს გვიზიარებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g