LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„36 წლის ვარ და უკვე კარგა ხანია ვფიქრობდი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე. ისე მოხდა, რომ ბოლო თამაშებში ჩემი ოცნება ახდა – ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ მიზანს მივაღწიე“ – გურამ კაშია BBC-სთან ინტერვიუში

264
გურამ კაშია

„36 წლის ვარ და უკვე კარგა ხანია ვფიქრობდი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე. ისე მოხდა, რომ ბოლო თამაშებში ჩემი ოცნება ახდა“, – აღნიშნული კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა BBC-სთან ინტერვიუში საფეხბურთო კარიერაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც კაშიამ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, როდესაც ფეხბურთის თამაში დაიწყო, მიზნად დაისახა, ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა და მინიმუმ ერთ დიდ სანაკრებო ტურნირზე გასულიყო.

„სადებიუტო მატჩი ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა ყველაზე მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის“ – გიორგი ქოჩორაშვილის მიმართვა გულშემატკივრებს

„36 წლის ვარ და უკვე კარგა ხანია ვფიქრობდი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე. ისე მოხდა, რომ ბოლო თამაშებში ჩემი ოცნება ახდა. ვერ ვიჯერებდი, მაგრამ ამავე დროს, ვიცოდი, რომ მე ეს დავიმსახურე, ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ მიზანს მივაღწიე. [წინა პლეი ოფში მაკედონიასთან მარცხის შემდეგ] კიდევ ერთ შანსზე ვფიქრობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ ამას მივაღწევდით…

ევროპის ჩემპიონატზე ყოფნა ჩვენთვის უკვე დიდი წარმატებაა, თუმცა, როცა ჩემს გუნდს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ სიურპრიზების შემოთავაზებაც შეგვიძლია.

გიორგი მამარდაშვილი: „სადებიუტო თამაში euro2024-ზე რომელიც ყველას გვემახსოვრება. ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ხალხით! თამაში, სადაც ყველამ დაინახა რომ არასდროს დავნებდებით! მადლობა გვერდში დგომისთვის“

ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, გუშინ, დორტმუნდში EURO 2024-ზე, თურქეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ჩვენ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ, ჩვენ გვინდა მოვიპოვოთ ქულები. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ გავაბედნიერეთ ჩვენი ქვეყანა კვალიფიკაციით და ვიცი, როგორ გავაბედნიერებთ კიდევ ერთხელ მას, თუ ჯგუფიდან გავალთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“. – უთხრა BBC-ის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ.

ვიდეო: „ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, როდესაც „ლიონიდან“ გამომიშვეს, 15 წლის ვიყავი, მითხრეს, ფიზიკურად პატარა ხარო, მშობლებმა კი მითხრეს, თუ გინდა ფეხბურთელი გახდე, ამას მხოლოდ შრომით მიაღწევო“ – გიორგი მიქაუტაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები