დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 122 209 აცრა.
მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 760 899 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 26.6%.
სრულად ვაქცინირებულია 361 310 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 12.7%.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 27 აგვისტოს აიცრა 26 734 ადამიანი.