LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე: მზად ვარ დავუფინანსო ერთი მკურნალობის კურსი

3602
BeFunky-collage (10)

სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსის“ დამფუძნებელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და წერს, რომ დაავადებასთან საბრძოლველად მას ფინანსურად დაეხმარება, კერძოდ, დაუფინანსებს მკურნალობის კურსს.

“არასდროს ვიზიარებდი მის პოლიტიკურ ხედვას, არასდროს მომწონდა მისი პოლიტ შეფასებები, მაგრამ მომწონდა ის ბრძოლა, როგორც ებრძოდა უსამართლობას!

მზად ვარ დავუფინანსო ერთი მკურნალობის კურსი და ესაა მთავრობის და სახელმწიფოს ვალი, რომ სამედიცინო დახმარება გაუწიოს იმათ, ვისაც ჭირდება სრული მოცულობით ყოველთვის და არა იმათ ვისთვისაც ეს სულერთია!”- წერს ნინა კობახიძე.

“ძველ სამსახურში აღმადგენენ…ყველას მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის”- კობა დავითაშვილი

კობა დავითაშვილი სახელმწიფოს მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ მან საჯარო პოსტი გამოაქვეყნა. როგორც დავითაშვილი წერს, მისი დაავადებიდან გამომდინარე, 2 თვეში ერთხელ აუცილებლად ესაჭიროება მედიკამენტი, რომელიც ძვირი ღირს და რომლის შესაძენადაც თანხა არ აქვს.

“ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული” – კობა დავითაშვილი დახმარებას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g