LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძველ სამსახურში აღმადგენენ…ყველას მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის”- კობა დავითაშვილი

1669
BeFunky-collage (9)

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი, რომელმაც დღეს სოციალურ ქსელში თავის დაავადებასა და მკურნალობისთვის საჭირო დამხარებაზე ისაურბა, საზოგადოებას ყურადღებისთვის მადლობას უხდის.

ამასთან, როგორც დავითაშვილი წერს, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა გარკვეული თანხით უზრუნველყვეს, ასევე ძველი სამსახურიდან მიიღო წინადადება ისევ აღდგენასთან დაკავშირებით.

მანამდე დავითაშვილმა ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ დაავადებიდან გამომდინარე 2 თვეში ერთხელ აუცილებლად ესაჭიროება მედიკამენტი, რომელიც ძვირი ღირს და შესაძენადაც თანხა არ აქვს.

“ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული” – კობა დავითაშვილი დახმარებას ითხოვს

“ყველას დიდი მადლობა ჩემი გასაჭირის გულთან მიტანისათვის. პოსტის გაზიარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. მტრებსაც თავშეკავებისთვის (მხოლოდ ერთი შემომიხტა). პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველმყვეს, ახლახან კი ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ. დაგლოცოთ ღმერთმა!”-წერს კობა დავითაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები