LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-დღიანი შეფერხების შემდეგ, გუდაურში წყალი მოვიდა

311
81942946-2623288067766769-8230954177358987264-o

ახალ გუდაურში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია. ღამის 23:00 საათიდან წყლის მიწოდებაზე პრობლემა აღარ ყოფილა. ტურისტული სეზონის პიკზე, ქვეყნის მთავარ სამთო კურორტებზე, წყლის მომარაგების პრობლემა, 4 დღის წინ შეიქმნა.შექმნილი პრობლემის გამო, ტურისტების ნაწილმა გუდაური უკვე დატოვა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, გუდაურში, რედკოს დასახლებაში წყლის სტაბილური მიწოდებისათვის წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა.

კომპანიამ შეფერხება წყლის მარაგის სიმცირით ახსნა.

“გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და ,,რედკოს დასახლება”-ში წყლის მიწოდება შეაფერხა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს.სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.” – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g