LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა: ჯანდაცვის სამინისტრო

288
ექიმი

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კიდევ 4 ექიმს და დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, 14 ექიმს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტთათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, სამედიცინო გადაცდომებისა და არაპროფესიონალური ქმედებების აღკვეთის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო, კანონის სრული დაცვით განაგრძობს თავისი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელებას.

„პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით საბჭო უფლებამოსილია სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.

თებერვლის თვეში ჩატარებულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა 9 საკითხი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

magti 5g