LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ივლისს „ARTERIA“-ში გიორგი მიქაძის კონცერტი გაიმართება

898
„გიორგი მიქაძე & მეგობრები“

პარასკევს, 4 ივლისს, თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზ-კლუბში „ARTERIA“, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, Berklee College of Music-ის პროფესორი გიორგი მიქაძე წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ კონცერტს „გიორგი მიქაძე & მეგობრები“.

მუსიკოსი ამბობს, რომ მსმენელს ძალიან სახალისო, სადღესასწაულო და ჟანრობრივად მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს:

„თბილისში ყოველთვის დიდი სიხარულით ვუკრავ, ამჯერადაც ძალიან მიხარია ჩემ საყვარელ მსმენელთან შეხვედრა. გვყავს შესანიშნავი მუსიკოსები, საღამოს სპეციალური სტუმრები სტეფანე და თამადა. მუსიკალური ბენდის შემადგენლობაში არიან ჩემი კოლეგები და მეგობრები ლევან დეისაძე, გიგი ცინცაძე, ზაზა ცერცვაძე და კახა ჯაგაშვილი.  

ერთად ვამზადებთ ძალიან სახალისო, სადღესასწაულო, ჟანრობრივად მრავალფეროვან პროგრამას. კონცერტზე მოისმენთ თქვენთვის საყვარელ ცნობილ ჰიტებს, თანამედროვე საავტორო მუსიკას,  ექსპერიმენტულ კომპოზიციებს – ჯაზის, ფანკის, პოპ-მუსიკის, ელექტროაკუსტიკური, მიკროტონალური და ქართული ფოლკლორის ელემენტებით.

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას, შემოგვიერთდით, 4 ივლისს. გპირდებით მუსიკალურ თავგადასავალს, რომელიც ვფიქრობ დიდხანს დაგამახსოვრდებათ“, – ამბობს გიორგი მიქაძე.

კონცერტი Arteria-ში საღამოს 21:00 საათზე დაიწყება. მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა, სიონის ქუჩა N 8.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ Tkt.ge-ზე .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g