4 მაისს, თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ეთნო-ჯაზ ჯგუფი „ირიაო“ წარმოგიდგნეთ რიგით მესამე ალბომის „კამარა“ პრეზენტაციას.
ალბომში თავმოყრილი მუსიკა ქართული ვოკალური და ინსტრუმენტული ტრადიციის მდიდარ სამყაროში გვამოგზაურებს, რომელიც ჯაზის პრიზმითაა გააზრებული. მათი არანჟირებები გამოირჩევა მრავალფეროვანი ჰარმონიებით, მრავალშრიანი რიტმებითა და იმპროვიზაციის ელემენტებით, რაც აერთიანებს ქართულ ფოლკლორსა და მსოფლიო ჯაზ-ფიუჟენი ჟანრებს.
ალბომში შესული კომპოზიხიების არანჟირებების ავტორია კომპოზიტორი დავით მალაზონია, რომელიც გახლავთ ჯგუფის დამფუძნებელი 2013 წლიდან მუსიკოს ბიძინა მურღულიასთან ერთად. ბენდის რეპერტუარი ეფუძნება ქართულ ავთენტურ ფოლკლორულ საფუძვლებს. ჯგუფის მიზანია ქართული პოლიფონიური მეტად გამრავალფეროვნება ჯაზური ელემენტებით.
ჯგუფის სახელი IRIAO მოდის ფრაზიდან „ირიაო-ურუაო“, რომელიც გამოიყენება ტრადიციულ „იოდლის“ მსგავს სიმღერის სტილში — კრიმანჭული, რომელიც წარმოიშვა გურიის რეგიონში.
ბენდის სადებიუტო კონცერტი გაიმართა 2013 წლის ივნისში თბილისში და მაყურებლისა და მუსიკალური პრესისგან დიდი აღიარება მიიღო. მას შემდეგ ჯგუფი წარმატებით მონაწილეობდა მაღალი დონის საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში, მათ შორის:
- Java Jazz Festival (ინდონეზია)
- Borneo Jazz Festival (მალაიზია)
- Alfa Jazz Festival (ლვოვი, უკრაინა)
- Baku Summer Jazz Days (აზერბაიჯანი)
- Eurovision Song Contest (პორტუგალია)
“ირიაოს” დღემდე IRIAO-მ გამოშვებული აქვს ორი აუდიო ალბომი:
- “Rogalov Analog Adventures” — სტუდიური ლაივ (ანალოგური) ჩანაწერი, ჩაწერილი პოლონეთში;
- “Khelkhvavi” — ლაივ ალბომი, სადაც IRIAO ასრულებს მუსიკას თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
ჯგუფი შედგება რვა მუსიკოსისგან:
- დავით მალაზონია — კომპოზიტორი, კლავიშები
- დავით ქავთარაძე — ქართული ტრადიციული ინსტრუმენტები
- შალვა ყარყარაშვილი — კლავიშები
- ბიძინა (ბუბა) მურღულია — ვოკალი
- მიხეილ ჯავახიშვილი — ვოკალი
- გიორგი აბაშიძე — ვოკალი
- ლუკა ქიტიაშვილი — ბასი
- საბა ქიტიაშვილი — დრამი
რეჟისორი – გვანცა მეფარიშვილი
მხატვარი – ვანო ჭელიძე
საკონცერო პროგრამის პროდიუსერი – ნეკა სებისკვერაძე
ორგანიზატორი – კომპანია “Be Mark”
კონცერტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო; სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
საინფორმაციო მხარდამჭერი: საქართველოს საზოგადობრივი მაუწყებელი და რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

