სამეგრელოში, სოფელ რუხში, რომელიც რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება “ხაჭაპურის ფესტივალი” გაიმართა.
ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 37 ადამიანი მონაწილეობდა.
მომზადდა: იმერული, მეგრული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური ხაჭაპურები.
ფესტივალზე მრავალი სახის ხაჭაპური გამოჩნდა, რომელთა შორის იყო თაფლით, ჭინჭრით, ჭარხლით, მწყრის ხორცით და მაყვლით მომზადებული.
ადგილზე გაიმართა მასტერკლასი ხაჭაპურის ცხობაში. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა რეგიონის ხაჭაპურების დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ.
მომზადდა 4 მეტრიანი ხაჭაპური და 3 მეტრიანი გებჟალია.
ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მიზანია საქართველოსა და ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის – ხაჭაპურის – პოპულარიზაცია.
https://www.facebook.com/gochalemonjaria/videos/2727316480626517/