მიუხედავად პანდემიისა და ტურიზმის სექტორისთვის მიყენებული უზარმაზარი ზიანისა, ამ სფეროში 2021 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც მოხდა. მიმდინარე წელს, მოგზაურები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და რამდენიმე მათგანმა დასამახსორვებელი მომენტებიც შექმნა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 4 მოგზაურს, რომელმაც 2021 წლის განმავლობაში თავი გამოიჩინა:
1.23 წლის გოგონა ყველაზე ახალგაზრდა მოგზაური გახდა, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმოგზაურა. ლექსი ალფორდი ბოლო რამდენიმე წელი მსოფლიოს გარშემო ინტენსიურად მოგზაურობდა და 23 წლის ასაკში რეკორდის დამყარებაც მოახერხა.
2.მოგზაურმა ჰანა ბრაუნმა ჩრდილოეთის ზღვაში ყველანაირი აღჭურვილობის გარეშე გაცურა. მას მხოლოდ საცურაო კოსტიუმი ეცვა.
3.ექსტრემალი სებასტიან ალვარესი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც ჩილეში აქტიურ ვულკანს wingsuit-ით გადაუფრინა.
4.ქლოე მაკკარდემმა ინგლისის არხი 10 საათში გადაცურა. ეს მისთვის სრუტის გადაცურვის 44-ე შემთხვევა იყო, რითიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.