4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ 5 პირი – ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივძის გადაწყვეტილებით – ლაშა ბერიძეს – 7 წლით, მურთაზ ზოდელავას – 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს – 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს – 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს – 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს – 5 წლით, გური ჟვანიას – 5 წლით, ნიკა გვენცაძეს – 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას – 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
