5.56მმ კალიბრის 4 ვაზნა და ხელყუმბარის მსგავსი ნივთი – ვარშავის აეროპორტში 41 წლის მამაკაცს ხელბარგში საბრძოლო მასალა იპოვეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მამაკაცი სამხრეთ-აფრკის რესპუბლიკის მოქალაქეა და ის უკრაინიდან დუბაიში მიემართებოდა.
აღნიშნული მიზეზით აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი მინიმუმ ორი საათით არ ფუნქციონირებდა.