LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობა საქართველოში

391
BeFunky-collage (27)

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ბოლო წლების განმავლობაში, არის პროფესიული განათლება. ეს გახლავთ განათლების ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას, შედარებით უფრო მოკლე დროში უწყობს ხელს, ვიდრე ეს ხდება უმაღლესი განათლების და ა.შ. სხვა პირობებში.

საქართველოში შრომის ბაზარი პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს რომ ითხოვს, ამაზე მთავრობაც და საზოგადოებაც თანხმდება. აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები მთავრობის მხრიდან უკვე გადაიდგა. როგორც რეგიონის, ასევე დედაქალაქის მასშტაბით შეიქმნა რამდენიმე სპეციალობის პროფესიული სასწავლებელი. განათლების ეს საფეხური თანაბრად ხელმისაწვდომია განურჩევლად ასაკისა და შესაძლებლობისა.

 

პროფესიული სასწავლებლის დიპლომით უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება იქნება შესაძლებელი

აქვე განმარტებულია, რომ საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი 50 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტს განახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, უკეთესი დასაქმებისა და მომავალი წარმატებისთვის. პროგრამის ფარგლებში მოხდება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული უნარების განვითარება და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სისტემური მიდგომის დანერგვა. განსაკუთრებული აქცენტი პროგრამის ფარგლებში, რეგიონულ დაფარვასა და სისტემის ინკლუზიურობაზე გაკეთდება.

მარიამ ურუშაძე 28 წლის. პროფესიით ფილოლოგი. ამჟამად სწავლობს სამკერვალო წარმოების კოლეჯში.

„ბავშვობიდან მქონდა შეხება კერვასთან, ვინაიდან დედა მყავს ამ სპეციალობით. მოყვარულის დონეზე ვიცოდი, მაგრამ საქმიანობის გაუმჯობებების სურვილი მქონდა. ამიტომ ჩავაბარე შესაბამის კოლეჯში, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. პროფესიული განათლება იძლევა განვითარების საშუალებას მოკლე დროში და ჩემთვის ეს არის მეტი შესაძლებლობა. ეს არის მოთხოვნადი პროფესია, რომელსაც უფრო ფართო მიმართულება აქვს, ვიდრე კერვას. აქ უკვე იგულისხმება დიზაინის პროფესია და ა.შ. ის მოსაზრება, რომ ადრე ფიქრობდნენ პროფესიული სასწავლებლები არის განათლების დონის ქვესაფეხურები, არის მცდარი და არასწორი აზრი და მსგავსი აზროვნება საქართველოში უნდა დაიძლიოს“, – ამბობს მარიამი.

რატომ უნდა ჩააბაროს ადამიანმა პროფესიულ სასწავლებელში – ირინა წეროძე გადაცემაში „ინსაიდერი“

რაც შეეხება მთავრობის კონკრეტულ ნაბიჯს, შეგახსენებთ, რომ ახალი წლის პირველ დღეებში ჩატარებული მთავრობის სხდომის ერთ-ერთი თემაც სწორედ პროფესიული განათლება და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები იყო. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლების მასწავლებლებს, პედაგოგებს ანაზღაურება 1800 ლარამდე გაეზრდებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ 9 იანვარს განაცხადა.

“პროფესიული განათლების მასწავლებლებს, პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ მნიშვნელოვნად და მათი საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1800 ლარი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი. 2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროფესიულ განათლებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი, როგორც დასაქმების თვალსაზრისით, ასევე იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც შრომის ბაზარზე გაგვაჩნია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g