LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 ახალი ავტობუსი მზადდება – რომელ ნომრებზე იმოძრავებს მწვანე ავტობუსები

2364
52075873_2294956350536347_7213078277173280768_n (1)

ახალი, მწვანე ავტობუსი N95 მარშრუტზე გავა. ეს მარშრუტი მუხიანს ვაკე-საბურთალოსთან აკავშირებს, ნაძალადევის გავლით. როგორც ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ “ავტორადიოს” ეთერში განაცხადა, ახალი ავტობუსები ამ ნომრის გარდა იმ ქუჩებზე იმოძრავებს, სადაც ზონალური პარკირება იწყება. ერთ-ერთი ასეთი მარშრუტი კოტე აფხაზის ქუჩა იქნება.

“40 მწვანე ავტობუსი უკვე დედაქალაქშია და მზადება მიდის მათი ხაზებზე გაშვებისთვის. ერთ-ერთია მუხიანიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი მარშრუტი N95. შემდეგი მარშრუტები დავგეგმეთ იქ, სადაც საათობრივი ზონალური პარკირება იწყება. ვინაიდან საათობრივი ზონალური პარკირება ვერ დაიწყება იმ ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტი არ იქნება გაძლიერებული. შესაბამისად, ვაპირებთ რამდენიმე მარშრუტი კოტე აფხაზის ქუჩაზე გავუშვათ. ეტაპობრივად ამ 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩავანაცვლებთ იმ “ბოგდანის” ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც დედაქალაქში მოძრაობს” – განაცხადა მამუკა მუმლაძემ “ავტორადიოსთან”.

 

შეგახსენებთ, 1 ივლისიდან თბილისში საპილოტე მოდელის სახით ზონალური და საათობრივი პარკირება ამოქმედდება. მერის განმარტებით, ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით დიფერენცირებული იქნება.

პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება, არის კოტე აფხაზის (ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩები. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი გააგრძელებს მუშაობას სხვა არეალებზეც. პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას, ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს. რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით.

მამუკა მუმლაძის განცხადებით, 2019 წლის ბოლომდე ქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები სრულად უნდა ჩანაცვლდეს.

„დედაქალაქს ტრანსპორტის განვითარების გეგმა აქამდე არ ჰქონია. ამ გეგმის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესია. ჩვენ პირობა გვაქვს აღებული, რომ 2019 წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები აღარ იქნება. გვეყოლება ახალი ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები.

ამ ეტაპზე ქალაქში 144 ერთეული ლურჯი ავტობუსი დადის. მეორე ეტაპისთვის შევიძინეთ 90 ცალი 10 მეტრიანი მწვანე ავტობუსი. 40 უკვე დედაქალაქშია და მზადება მიდის მათი ხაზებზე გაშვებისთვის.

დანარჩენი 220 ავტობუსის შეძენის პროცესი მიმდინარეობს. ეს სახელმწიფო ტენდერი გასაჩივრებული იყო და ველოდებით პასუხს. ვიმედოვნებ დროულად წარიმართება ეს პროცესი და ეს 220 8 მეტრიანი ავტობუსიც დაემატება დედაქალაქს.

შემდგომ უკვე ვიხელმძღვანელობთ იმ კვლევით, რომელსაც ატარებს კომპანია „სისტრა“. სწორედ ამ კვლევაზე ვართ დამოკიდებული. ორ თვეში მივიღებთ, კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რამდენი და რამდენმეტრიანი ავტობუსი უნდა შევიძინოთ კიდევ იმისთვის, რომ სრულად მივიღოთ საავტობუსო ხაზების ახალი სისტემა“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ „ავტორადიოს“ ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი მარშრუტების მოსახლეობისთვის გასაცნობად დაახლოებით, 4-თვიანი კამპანია იგეგმება.

 

“მარშუტკების” განახლება და ავტობუსების ახალი სისტემა – ტრანსპორტის მიმართულებები სრულად შეიცვლება

დიღმიდან გაგარინამდე “სწრაფი ავტობუსი” იმოძრავებს – ბას ლეინი და გაჩერებები გზის შუაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები