სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა, თავისი ინიციატივით, ახალი მოძრაობა დაიწყო, რომელიც გულისხმობს მოხალისეებისა და სამედიცინო ინვენტარის მობიზილებას კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ.
სულ რამდენიმე დღეა, რაც ეს ინიციტივა გააჟღერა, თუმცა უკვე მნიშნელოვანი შედეგი აქვს, რომელთა შესახებაც თავად წერს სოციალურ ქსელში.
“არა, არ გვიწერია გადაშენება
❤
ეს ქვეყანა სავსეა კეთილზე კეთილი ადამიანებით ???
მეორე დღის ბოლოს ეს ხდება ჩემს თავს:
•4000 პირბადე
•1100 სადეზინფექციო ხსნარი
• 114 სამედიცინო კომბინიზონი
• 3000 ხელთათმანი
150-ზე მეტი მოხალისე, რომელიც ანაზღაურების გარეშე მზადაა დღესვე დაიწყოს ნებისმიერი საჭირო საქმის კეთება✊
27 სამედიცინო განათლების მქონე მოხალისე, რომელიც მთელ ცოდნას და ენერგიას ჩადებს ინფიცირებულების სიცოცხლის გადასარჩენად. ბუნებრივია სრულიად უფასოდ ??⚕??⚕️
40 გოგონა, რომელიც ვერ გამოდის სახლიდან, თუმცა ძალიან მალე გაივლის ტრენინგს და 24-საათიანი რეჟიმში გიპასუხებთ “ალტერნატიულ ცხელ ხაზზე” და ნებისმიერ მსურველს დამტკიცებული გაიდლაინის მიხედვით გაუწევენ სატელეფონო კონსულტაციას?
უკვე მოგროვდა 30-მდე მოხალისე მძღოლი ?
ცალკე ემზადებიან კულინარები, ცხელი წვნიანების მოსამზადებლად, მათთვის, ვისაც ყველაზე მწტად უჭირს ????
ეს მხოლოდ დასაწყისია!
2 დღის წინ დავიწყე მარტომ ეს ამბავი და რასაც ფოტოზე ხედავთ, სულ 5 ადამიანის დახმარებითაა შეძენილ/მოგროვებული ??
ათასები რომ ჩავერთთვებით, მერე რეებს დავატრიალებთ ხვდებით, ალბათ.
ერთად ყველაფერი გამოგვდის და ამ დამპალ ვირუსსაც მოვერევით✊✊✊”.
