ბრიტნი სპირსის მენტალური ჯანმრთელობის შესახებ მედია კვლავინდებურად აქტიურად წერს. ამჯერად არტისტმა მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც ცეკვავს და უცნაურ მოძრაობებს აკეთებს. გარდა ამისა, ახლად გავრცელებულ პოსტში ის წერს, რომ მას ეგონა, კვლავ ორსულად იყო.
„გულის რევის შეგრძნება მქონდა და მეგონა, ორსულად ვიყავი, თუმცა ეს მზეზე გადახურების ბრალი იყო. სხვათა შორის, წელს პირველად მაქვს უფლება ალკოჰოლური სასმელი მივიღო, მოხარული ვარ“, – წერს ვარსკვლავი.
რაც შეეხება მომღერლის კარიერას, სპირსმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, Will.i.am-თან დუეტი წარუდგინა მსმენელს. ის სიმღერის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. მსმენელთა უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ხმა ხელოვნური ინტელექტისას უფრო ჰგავს, ვიდრე თავად ბრიტნი სპირსისას.
ბრიტნი სპირსისა და Will.i.am-ის ახალი სიმღერა კრიტიკის ქარცეცხლშია