გასულ კვირას, ბრიტნი სპირსს ლას-ვეგასში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. ფრანგი კალათბურთელის, ვიქტორ ვემბანიამას დაცვის წევრმა მას სახეში გაარტყა. ახლახან კი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ აუქნია ხელი დაცვის წევრმა პოპ-ვარსკვლავს, რომელიც მას სახეში მოხვდა.
„შემაძრწუნებელი მომენტია“, „საწყალი ბრიტნი“, – წერენ კომენტარებში.
„გადავწყვიტე მივსულიყავი და მისთვის წარმატება მიმელოცა, ყურადღების მისაქცევად მხარზე ხელი დავადე, დაცვამ კი სახეში ხელი გამარტყა, მე სათვალე ჩამომივარდა და ძირს დავეცი“, – განაცხადა ბრიტნიმ.
https://www.youtube.com/watch?v=VlUc3PHqvbc