ბოლო პერიოდში, პოპის პრინცესა, ბრიტნი სპირსი „ინსტაგრამზე“ სკანდალურ განცხადებებს ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებს. სულ ცოტა ხნის წინ კი მას პანიკური შეტევა დაემართა.
მოვიწყინე“ – ბრიტნი სპირსი საკუთარ თავზე დაქორწინდა – „პოპის პრინცესა“ უცნაურ ვიდეოს ავრცელებს
41 წლის არტისტი ლოს-ანჯელესის რესტორანში გადაიღეს. თვითმხილველების განცხადებით, ბრიტნი წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც თაყვანისმცემლებმა მისთვის ფოტოების გადაღება დაიწყეს.
„შეურაცხადივით იქცეოდა, ბოლო ხმაზე ყვიროდა და სახეზე რესტორნის მენიუს იფარებდა“, – ჰყვებიან ინსაიდერები.
რამდენიმე წუთში ბრიტნიმ დაცვას დაურეკა, რომელმაც ის მალევე გაიყვანა რესტორნიდან.