LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

42-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მკვლელობისთვის მსჯავრდებული ორი ადამიანი უდანაშაულოდ ცნეს

280
190329102851-01-men-cleared-1976-murder-exlarge-169

აშშ-ში, ფლორიდის შტატში ორ მსჯავრდებულს ბრალდება მოუხსნეს. 42-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დადგინდა, რომ დანაშაული, რისთვისაც პატიმრობა მიუსაჯეს, მათ არ ჩაუდენიათ. ამის შესახებ CNN წერს.

კლიფორდ უილიამს უმცროსი და მისი ძმისშვილი, ჰუბერნ მაიერსი 34 და 18 წლისანი იყვნენ, როდესაც მკვლელობისა ბრალდებით დააპატიმრეს. როგორც გამოცემა წერს, ისინი წვეულებაზე იყვნენ, როცა მეზობელ ბინაში ორ ქალს თავს დაესხნენ და ერთი მათგანი სასიკვდილოდ დაიჭრა. უილიამსი და  მაიერსი მალევე დააკავეს, ბრალი წაუყენეს და სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს.

მამაკაცები წლების განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ უდანაშაულოები იყვნენ, განაჩენიც ბევრჯერ გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, 2017 წელს მსჯავრდების სანდოობის შემოწმების სამსახურს მიმართეს. უწყებამ კი გამოძიება ხელახლა დაიწყო და დაადგინა, რომ დაცვის მხარემ მოწმეები არ წარადგინა, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მკვლელობის დროს კაცები წვეულებაზე იყვენენ. გაირკვა ისიც, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სხვა ადამიანმა აიღო, რომელიც 1994 წელს გარდაიცვალა.

მაიერსი სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მიწას ემთხვია.

“ვნერვიულობ, ჯერ კიდევ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გისოსებში ვარ, ოჯახს როგორც კი დავუბრუნდები და მგონი კარგად ვიქნები” – თქვა მან , წერს CNN.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები