სუპერმოდელმა ქეით მოსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 43 წლის ასაკშიც შესაძლებელია უნაკლოდ გამოიყურებოდე. ჯენიფერ ლოპესთან, ჯესიკა ჩესტეინთან, დონატელა ვერსაჩესა და ტარაჯი ჰენსონთან ერთად მოდელი გამოცემა W magazine-ის გმირი გახდა.
მოდელმა გამოცემისთვის შიშველმა იპოზიორა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას ფორას მისცემს თავისი ვიზუალით.
ერთ-ერთ ინტერვიუში ქეითმა გაიხსენა, როგორ იწყებოდა მისი მოდელის კარიერა: „ჩემი საქმიანობის დასაწყისში ფოტოგრაფები მთლიანად მაშიშვლებდნენ. მაშინაც, როცა ჩემი სხეული არ მომწონდა. მალე მივეჩვიე სიშიშვლეს და დიდი ხანია აღარ მაქვს უხერხულობის განცდა“.