ნაომი ქემბელმა იტალიური ბრენდის Yamamay lingerie-ს სარეკლმაო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. სუპერმოდელმა ბრენდის საცვლების ახალი კოლექცია წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ქემბელი ასევე მონაწილეობდა კოლექციის დიზაინის ფორმირებაშიც. 45 წლის მოდელის ფოტოები მარიო ტესტინომ გადაიღო, ერთ-ერთი ფოტო იტალიური Vanity Fair-ს გარეკანზე გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ ბრენდი Yamamay lingerie ხელმისაწვდომი ფასების პოლიტიკით გამოირჩევა. ბოდე, რომელიც მოდელს აცვია 40 ევრო ღირს, ხოლო საცვლები, 13 ევრო.