ნაომი ქემპბელი ლონდონის მოდის კვირეულზე, Diesel-ის 2017/18 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებას დაესწრო. 46 წლის სუპერმოდელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის პოდიუმის ლეგენდაა – მას მუხლამდე სიმაღლის ჩექმა და ბეწვის ქურქი ეცვა, რომელიც იასამნისფერი ბუმბულებით იყო გაწყობილი.
მოგვიანებით კი, Diesel-ის დირექტორის, რენცო როსოსთან ერთად კამერების წინ პოზირების დროს მან ქურქი შეიხსნა და მოკლე ტყავის ქვედა ბოლო გამოაჩინა, რომელიც მის უნაკლო სხეულს ხაზს უსვამდა. ფოტოები