ესპანური კინოს დაჯილდოების ცერემონია „გოია ევორდსი“ წელს განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. გამარჯვებულები ონლაინ რეჟიმში გამოავლინეს. ზოგიერთი მსახიობი ეთერს სახლიდან, ზოგიც სასტუმროს ნომრიდან ჩაერთო. წითელ ხალიჩასა და სცენაზე მხოლოდ რამდენიმე ვარსკვლავი გამოჩნდა, მათ შორის ისინი, ვინც გამარჯვებულები სცენიდან დაასახელა.
მედია წერს, რომ დაჯილდოვების მთავარი გმირი წელს პენელოპა კრუსი გახდა. 46 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე „შანელის“ ულამაზესი კაბით გამოჩნდა, რომელიც მსახიობმა Métiers d’art-ის კოლექციიდან შეარჩია. ის წელს დაჯილდოვებაზე ანტონიო ბანდერასთან და პედრო ალმადოვართან ერთად გამოჩნდა.