47 წლის მსახიობი ჯუდ ლოუ მამა მეექვსედ გახდა. ლოუსა და მის 33 წლის მეუღლეს, ფილიპა კოენს სულ ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინათ. ახალშობილის სქესი ჯერჯერობით უცნობია.
„ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ, კიდევ ერთი პატარა ძალიან მინდა, ეს ხომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, პატარებთან ყოველთვის სახალისოა“, – განაცხადა წლის დასაწყისში ლოუმ.
შეგახსენებთ, ჯუდ ლოუ და ფილიპა კოენი 2019 წელს დაქორწინდნენ. ლოუს ყოფილი მეუღლეებისგან ხუთი შვილი ჰყავს.