LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 წლის ანჯელინა ჯოლის ორი თვალწარმტაცი გამოჩენა ნიუ-იორკის ქუჩებში

244
page

ანჯელინა ჯოლი ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. 48 წლის მსახიობი ჯერ შვილებთან, პაქსთან და ვივიენთან ერთად ნიუ-იორკის აეროპორტში დააფიქსირეს, შემდეგ ის ნიუ-იორკის სასტუმროდან გამოსვლის დროს გადაიღეს, ამის შემდეგ კი ის საყიდლებზე მარტო გაემართა. სამივე ჯერზე ვარსკვლავს შავი ტანისამოსი ეცვა.

განსაკუთრებული ყურადღება ჯოლის ერთმა „ლუქმა“ მიიპყრო. მსახიობსა და რეჟისორს სხეულზე მომდგარი, საკმაოდ პიკანტური გრძელი კაბა ამშვენებდა. აღნიშნულ იმიჯს მან დიდი ზომის მზის სათვალე შეუხამა.

ბრედ პიტთან „დამარცხების“ შემდეგ ანჯელინა ჯოლი პირველად გადაიღეს

შეგახსენებთ, სკანდალური სასამართლო პროცესების შემდეგ, ჯოლი და პიტი ბოლოს და ბოლოს შეთანხმდნენ. 6 შვილის მშობლებმა, მეურვეობის შესახებ მოილაპარაკეს, ასევე გადაწყდა „შატო მირაველის“ საკითხიც. საფრანგეთში მდებარე ვილა და ღვინის უზარმაზარი საწარმო მთლიანად ბრედ პიტის მფლობელობაში რჩება. სიახლეებია მის კარიერაშიც. ანჯელინა ბროდვეის პიესის, „აუტსაიდერის“ მთავარი პროდიუსერი იქნება, მისი თანაშემწის როლს კი 15 წლის ვივიენი მოირგებს.

ჯოჯოხეთური 7 წლის შემდეგ ყველაფერი ასე დასრულდა… – „ბრანჯელინას“ ცხოვრებაში სიახლეებია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g