LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტთან „დამარცხების“ შემდეგ ანჯელინა ჯოლი პირველად გადაიღეს

293
page

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან 7 წლიანი სასამართლო დავის დასრულების შემდეგ, პირველად გადაიღეს. პაპარაცებმა 48 წლის მსახიობი შვილებთან, პაქსთან და ვივიენთან ერთად ნიუ-იორკის აეროპორტში დააფიქსირეს. ჯოლი შავ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი.

„ტანსაცმელზე ეტყობა განწყობა“, „შავი ქვრივი“, – წერენ კომენტარებში.

ასევე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ანჯელინა ბროდვეის პიესის, „აუტსაიდერის“ მთავარი პროდიუსერი იქნება, მისი თანაშემწის როლს კი 15 წლის ვივიენი მოირგებს.

შეგახსენებთ, სკანდალური სასამართლო პროცესების შემდეგ, ჯოლი და პიტი ბოლოს და ბოლოს შეთანხმდნენ. 6 შვილის მშობლებმა, მეურვეობის შესახებ მოილაპარაკეს, ასევე გადაწყდა „შატო მირაველის“ საკითხიც. საფრანგეთში მდებარე ვილა და ღვინის უზარმაზარი საწარმო მთლიანად ბრედ პიტის მფლობელობაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები