7 წლიანი გაუთავებელი ბრალდებებისა და სკანდალური სასამართლო პროცესების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ბოლოს და ბოლოს შეთანხმდნენ. 6 შვილის მშობლებმა, მეურვეობის შესახებ მოილაპარაკეს, ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
ასევე გადაწყდა „შატო მირაველის“ საკითხიც. საფრანგეთში მდებარე ვილა და ღვინის უზარმაზარი საწარმო მთლიანად ბრედ პიტის მფლობელობაში რჩება.
„მათ უამრავი თანხა დახარჯეს სასამართლო პროცესებზე, ასე რომ, ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილებაა. ეს ბრედის დიდი გამარჯვებაა“, – აცხადებს ინსაიდერი.