მსახიობი გვინეთ პელთროუ ახალი ფოტოსესიით გამოჩნდა, სადაც ის საკუთარი ბრენდის ახალ კოლექციას „კარტიეს“ სამკაულებთან კოლაბორაციაში წარმოადგენს. 48 წლის ოსკაროსანი მსახიობი ყველა ფოტოზე ანათებს და ფანტასტიკურად გამოიყურება. რაც შეეხება მის კოლექციას, აქ წარმოდგენილია ყოველდღიური სამოსი, მაგალითად შავი სადა კაბა, კლასიკური შარვალი კომბინირებული ტოპთან, კუბოკრული პერანგი ჯინსებითა და კომბინეზონით.
ინტერნეტმომხმარებლებმა ეს ფოტოსესია უკვე შეაფასეს და მას ულამაზესი უწოდეს. „48 წლის ასაკში ყველაფერი მხოლოდ იწყება“ – წერენ გვინეთ პოლთროუს თაყვანისმცემლები.