გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 882 822-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 3 334-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 825 442-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 49 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 12 631 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 35 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 266 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 172-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 50 623, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 925, PCR ტესტით – 20 698.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,82%, ბოლო 14 დღის – 8,06%, ბოლო 7 დღის – 7,74%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 9 813-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.