LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულების ახლობლები საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს უპირისპირდებიან

95
საქალაქო სასამართლოს ეზო - ჟურნალისტები

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც 5-6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ დროს დაკავებულების აღმკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობენ, დარბაზში მიმდინარე პროცესის პარალელურად ხმაურია.

საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ძალადობაში ბრალდებულის, დავით კუტალაძის პროცესი მიმდინარეობს - უფლებადამცველი მისი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

„ჯგუფური ძალადობა აქვს წარდგენილი აბსოლუტურად ყველას, მაგრამ ორგანიზატორებად ისინი შერაცხილები არ არიან. არანაირად არ გამოდის ორგანიზატორი დავით კუტალაძე, ამას არც არავინ არ ედავება მას,“ - განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლოს ეზოში, იქ მომუშავე ჟურნალისტებს ამჯერად 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციის მონაწილეების ახლობლები უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ.

ადგილზე იმყოფებიან „ალტ ინფოს“ დამფუძნებლებიც.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 

ფოტო: „მთავარი არხი“
mazda magti 5g