LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ადამიანს ყაზბეგში COVID-19 დაუდასტურდა

187
171fc14b49a79ea979710de5b3402b30-XL

5 ადამიანს ყაზბეგში COVID-19 დაუდასტურდა. ვირუსი ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადებულების კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს.

“იკვლევენ კონტაქტებს და იმის მიხედვით გადაწყდება რა და როგორ იქნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი. ჯამში, ვირუსი 1054-მა პაციენტმა დაამარცხა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g