პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა შვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
თაკო ბარბაქაძე ამბობს, პატარა გაბრიელს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
„5 დღეზე მეტია გაბის თავისი ვენური კვება წესიერად არ მიუღია რადგან ცენტეალურიც გაიფუჭა საქართველოში და ჩვეულებივ კათეტერში მთლიან კვებას ვერ უშვებდნენ… ახლა აქაც სანამ თავის გამოკვლევებს არ გააკეთებენ გაბის ვენური კვება არ ექნება… ვენურად კვებავენ თუმცა ვგულისხმობ ცხიმს რომელიც გაბის ამატებინებს… 2.650-ზე ჩამოვიდა 3 კილოზე ასული, თუმცა არაუშავს ისევ მოვიმატებთ… ანალიზები კარგია ცვლილება არ გვაქვს ხვალ სხვა განყოფილებაში გადაგვიყვანენ… როგორც იცით გაბრიელს სტომის ჩანთას ვერ ვუკეთებდით თურქეთშიც უამრავჯერ ცადეს და ვერაფრით გაუკეთეს… ამ ცდებით ბავშვს სტომა მთლიანად დაეწვა და მის შემდეგ მე ვუვლიდი აქაც გაუკეთეს და მოსძვრა, თუმცა შემდეგ სხვა ტაქტიკით ისე გააკეთეს რომ შეუნარჩუნდა… კანს აღარ შეეხება განავლოვანი სითხე რაც იმას ნიშნავს რომ დამწვრობა მოუშუშდება და აღარ ეტკინება ასევე ანთებაც ჩაქრება… სხვა ჯერჯერობით არაფრის თქმა შემიძლია რაც მთავარია მიგვიღეს და დაგვიტოვეს როგორ განვითარდება მოვლენები ყველაფერს გაგაგებინეთ…“ – წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.
