რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ დანიურ კომპანია Orsted Salg & Service A/S-ს გაზის მიწოდების სრულად შეუჩერა. კომპანიაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი Orsted-ის მიერ გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარის თქმაა.
„31 მაისის სამუშაო დღის ბოლოს „გაზპრომ ექსპორტს“ არ მიუღია Orsted Salg & Service-სგან აპრილში მიწოდებული გაზის გადასახადი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო რუსეთის პრეზიდენტის No172 ბრძანებულების შესაბამისად”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკვე შეაჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება ფინეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და ბულგარეთში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა უარი განაცხადეს გაზის საფასუროს რუსული რუბლში გადახდაზე.