LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ფრაზა, რომელიც ბავშვებს აკომპლექსებთ – კომპლექსები და მათი მთავარი მიზეზები

152

ექსპერტების მტკიცებით, ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემების მთავარი მიზეზი ხშირად მშობლები ხდებიან, რომელთაც მართალია, ყოველთვის კარგი უნდათ საკუთარი შვილისთვის, მაგრამ მოთმინების და ნებისყოფის სიმცირის ან თუნდაც ცუდი განწყობის წყალობით მანიც ხშირად აყენებენ ტრავმას ბავშვისთვის ფსიქიკას.

გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ ფრაზა-დემოტივატორებს, რომელთა თქმა ბავშვისთვის კატეგორიულად აკრძალულია, თუმცა დაუფიქრებლად მაინც ხშირად ვიყენებთ.

* „…შენ ხომ გოგონა ხარ…“ – ზოგჯერ, მშვენიერ ფერიებსაც უჩნდებათ სურვილი ჩახტნენ უზარმაზარ გუბეში ან აძვნენ ხეზე, მოიძულონ ცეკვის წრე და მოინდომონ ფეხბურთზე სიარული. პატარა გოგონასთვის ამგვარი შეუფერებელი მეამბოხეობის აღკვეთით მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს კარგ მანერებს უვითარებენ, სინამდვილეში კი, გოგონასთვის ცელქობის აკრძალვით და მუდმივად პრინცესას როლის შესრულების დაძალებით, მშობელი ბავშვს ნებისმიერი ახლის მოსინჯვის შიშს უნერგავს. ზრდასრულ ასაკში ასეთი გოგონებს ყოველთვის უინტერესო ცხოვრება აქვთ, ნაკლებად აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ყოველთვის უჭირთ გარისკვა.

* „…აი მე, შენს ასაკში…“ – მშობლები ხშირად ცდილობენ საკუთარი „ბეჯითი“ წარსულის გახსენებით ბავშვის მოტივირებას, თუმცა, ამგვარი მოქმედება ნაკლებად შედეგიანია, რადგან ბავშვს ან მშობელთან არაჯანსაღი კონკურენციის სურვილი უჩნდება, ან ჯიუტობს და საერთოდ არაფრის გაკეთება აღარ უნდა. შედეგი კი, იძულებითი პასიურობაა, რადგან ადამიანი ეჩვევეა უმიზნოდ ცხოვრებას და საკუთარი სურვილებზე მუდმივად უარის თქმას.

* „…სანამ არ შეჭამ – მაგიდიდან არ ადგები…“ – ალბათ ყველას გამოუცდია საკუთარ თავზე რას ნიშნავს, როცა ბებია თან საჭმელს გაძალებს თან მძიმე წლებს, გაჭირვებას და შიმშილს იხსენებს. ამგვარი მოქმედება ნებისმიერ ბავშვში დანაშაულის გრძნობას იწვევს, გაზრდილს კი, ან სამუდამოდ ეკარგება ჭამის მადა, ან მაშინაც ჭამს როცა არ შია არ და შედეგიც ყოველთვის კატასტროფულია – ზედმეტი წონა და დარღვეული კვებითი ჩვევები.

* „…გაჩუმდი, როცა უფროსები ლაპარაკობენ…“ – მსგავსი ფრაზით მშობლები ჩვეულებრივ ზედმეტად აქტიური ბავშვებს მიმართავენ, რადგან თვლიან, რომ ხმის აწევა და ბავშვთან მბრძანებლური ტონით საუბარი ყოველთვის ეფექტურია. სინამდვილეში, ბავშვი, რომელსაც მუდმივად აჩუმებდნენ საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანად იზრდება, თვითშეფასებაც დაბალი აქვს და საკუთარი აზრის გამოთქმისაც ეშინია.

* „…ნუ აზვიადებ, პრობლემებს ნუ იგონებ…“ – მაშინაც კი, როცა მოსაუბრის პრობლემა უმნიშვნელოდ და სასაცილოდ გეჩვენებათ, უსმმენთ და უთანაგრძნოთ, რადგან ასეთია ზრდილობის წესები. სამწუხაროდ, ბავშვთან მსგავსი წესის დაცვაზე არავინ ფიქრობს, რაც საკმაოდ აზარალებს პატარას, რადგან გაზრდილს საკუთარი პრობლემების სხვებისთვის გაზიარება ეშინია, ეს კი, შინაგანი აგრესიის, შფოთის და ხშირად პანიკური შეტებვების მიზეზი ხდება.

ბავშვის ფსიქოლოგიური ტრავმების მიზეზი, როგორც წესი, ყველაზე ახლობელი ადამიანები – მშობლები არიან, ამიტომ კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ და მოერიდებით საკუთარი შვილის არასწორი აღმზრდელობითი მეთოდებით დათრგუნვას!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები